სკოლის შინაგანაწესი

სკოლის შინაგანაწესი

დანართი # 1

დამტკიცებულია დირექტორის 2016 წლის  7 სექტემბრის N43    ბრძანებით

შპს არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ,,ქიაჩის

                                                               შინაგანაწესი

                                          თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. შინაგანაწესის მოქმედების სფერო

1.შპს არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ,,ქიაჩის” შინაგანაწესი (შემდგომში – შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და მისი მოქმედება მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში თანაბრად ვრცელდება შპს არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ,,ქიაჩი“- ს (შემდგომში – სკოლა) მოსწავლეებზე, პერსონალზე, მოწვეულ სპეციალისტებზე. მათ ეკისრებათ ვალდებულება შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვის შესახებ.

  1. შინაგანაწესი განსაზღვრავს სკოლის პერსონალისა და მოსწავლეთა ქცევის ისეთ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება სკოლის მისიას.
  2. 3შინაგანაწესის მიზანია სკოლაში ქცევის ნორმების დამკვიდრება, რომლებიც ხელს უწყობენ:

ა) სკოლის მისიის, მიზნების, ფუნქციების განხორციელებას;

ბ) შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფას და სკოლის პერსონალის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა პროფესიონალურ განხორციელებას;

გ) ადამიანის უფლებათა დაცვას საყოველთაოდ მიღებული სტანდარტებით;

დ) სკოლაში სამართლიანი, ეფექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური საქმიანობის განხორციელებას;

ე) პერსონალის კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული ჩვევების გამოვლენის ხელშეწყობას;

ვ) პროფესიულ საქმიანობაში კანონმდებლობის და სკოლაში მოქმედი აქტების

მოთხოვნების განუხრელ დაცვას;

ზ) სკოლის მიმართ საზოგადოებაში ავტორიტეტის და პრესტიჟის განმტკიცებას.

მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი

  1. სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა, მისი მისიის შესრულება და სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა;
  2. სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;
  3. სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
  4. სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
  5. სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება.

მუხლი 3. სკოლის მიზნებ

  1. მოსწავლეთა მიერ თითოეულ აკადემიურ საგანში ცოდნის მიღება, უნარების განვითარება, ეთიკის ძირითადი ნორმების გაცნობა, პიროვნული ფასეულობების სისტემის განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში არსებული სტანდარტების შესაბამისად.
  2. თითოეული მოსწავლის სტიმულირება სოციალური ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის კუთხით.
  3. მოსწავლეებისათვის ესგ-თ გათვალისწინებული ცოდნის მიცემა და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება.

მუხლი 4. სკოლის ამოცანები

  1. საიმედო, კეთილგანწყობილი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რაც თითოეულ მოსწავლეს დაეხმარება სკოლაში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებასა და გამოვლენაში;
  2. თითოეული ბავშვის მონდომებისა და შემოქმედებითი აქტივობის წახალისება;
  3. მოსწავლეებში დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  4. კრიტიკული აზროვნების სტიმულირება;
  5. საზოგადოებრივი თვითშეგნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

მუხლი 5. სკოლის მართვის პრინციპები სკოლა უზრუნველყოფს:

  1. სკოლის გადაწყვეტილებების, დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
  2. მოსწავლეთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
  3. კონკურსების და სხვადასხვა პროექტების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.

თავი II. დაწესებულების პერსონალისთვის მოქმედი ზოგადი  

                                                        ეთიკური    ნორმები

მუხლი 6ეთიკური ნორმები

1.სკოლის პერსონალი, რომელიც ემსახურება სკოლის მისიის განხორციელებას, თავის საქმიანობას უნდა წარმართავდეს კეთილსინდისიერების, პატიოსნებისა და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით. იგი თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს კულტურის, თავაზიანობის, ღირსების, ურთიერთპატივისცემის, ნდობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპებით, საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმებით. პერსონალი ვალდებულია თავისი პროფესიული მოვალეობებიდან გამომდინარე დაიცვას შემდეგი პრინციპები:

ა) პერსონალის საქმიანობა ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოებაში სკოლის სახელისა და ავტორიტეტის განმტკიცებას;

ბ) პერსონალის მოვალეობაა სკოლაში  შექმნას სასწავლო საქმიანობისა და პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი გარემო;

გ) პერსონალი პატივს უნდა სცემდეს სკოლას და მის ტრადიციებს, თანამშრომლებს და მოსწავლეებს მოეპყროს სამართლიანად და პატივისცემით;

დ)პერსონალი უნდა ემორჩილებოდეს სკოლის მიერ დადგენილ წესებს, პროცედურებსა და მოქმედი აქტების მოთხოვნებს;

ე) პერსონალს არ აქვს უფლება მიიღოს საჩუქარი, ან ფულადი თანხა სკოლის თანამშრომლებისაგან, მოსწავლისაგან ან სხვა დაინტერესებული პირისაგან სარგებლისა

თუ გამორჩენის მიზნით;

ვ) პერსონალი უნდა აცნობიერებდეს, პატივი უნდა სცეს და იცავდეს საქართველოს კონსტიტუტუცით, კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. პიროვნების ღირსებისა და პატივის დაცვის საყოველთაო პრინციპის დაცვა სავალდებულოა პერსონალისათვის. დაუშვებელია პერსონალისა და მოსწავლის მხრიდან ყოველგვარი დისკრიმინაცია, პერსონალი ვალდებულია ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას, მათ შორის: აკადემიური, რასობრივი, პოლიტიკური, რელიგიური, თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, ასაკის, სოციალური წარმოშობისა და სხვან ნიშნით;

ზ) პერსონალმა არ უნდა გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა და საკუთარი ავტორიტეტი პირადი გამორჩენის მიზნით, არ უნდა მოითხოვოს კანონით გაუთვალისწინებელი შეღავათები და დათმობები, რაც მათ კოლეგებსა თუ მოსწავლეებს

ეთიკური დილემის წინაშე დააყენებს;

თ) საზოგადოებასთან ურთიერთობისას პერსონალი პატივისცემით უნდა მოეპყროს თანამოსაუბრეებს, საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს დასაბუთებულ კრიტიკას. პერსონალი ვალდებულია პატივი სცეს სხვა პირის სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, თუ ამით არ ილახება მესამე პირთა უფლებები და თავისუფლებები;

ი) დაუშვებელია ისეთი შეხედულებების გამოხატვა, რომელიც მიზნად ისახავს პირის შეზღუდვას ან შეურაცხყოფის მიყენებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის ნიშნით;

კ) პერსონალმა თავი უნდა შეიკავონ დაწესებულების ფარგლებს გარეთ ისეთ საქმიანობაში ჩართვისა თუ ვალდებულებების აღებისაგან, რაც ხელს შეუშლის მათი მოვალეობების სრულფასოვნად განხორციელებას;

  1. კოლეგებთან ურთიერთობისას პერსონალი უნდა ხელმძღვანელობდეს პროფესიული სოლიდარობის პრინციპით. პერსონალი:

ა) ხელს უნდა უწყობდეს კოლეგებს შორის ურთიერთნდობის დამკვიდრებას და თავს

უნდა არიდებდეს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;

ბ) საკუთარ გამოცდილებას უნდა უზიარებდეს იმ კოლეგებს, რომელთა კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება ამას საჭიროებს;

გ) თავს უნდა იკავებდეს კოლეგის საქმიანობაში ჩარევისაგან;

დ) არ უნდა ითხოვდეს კოლეგისაგან ისეთი მომსახურების გაწევას, რომელიც გაართულებს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;

დ) წინასწარ განზრახულად არ უნდა შეიყვანოს კოლეგა შეცდომაში;

ე) ტაქტიანად უნდა გამოხატავდეს უკმაყოფილებას კოლეგის შეცდომასა და ხარვეზებზე;

ვ) დაუშვებელია ანონიმური წერილები, დაუსაბუთებელი (ან თუნდაც დასაბუთებული)

განცხადებები და კომენტარები კოლეგის პროფესიული საქმიანობისა და პირადი ცხოვრების შესახებ.

ზ)უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული სოლიდარობის და ჯანსაღი სამუშაო გარემოს

შექმნისათვის აუცილებელ სხვა პრინციპებსა და ნორმებს.

თ) პერსონალმა ხელი უნდა შეუწყოს ერთმანეთს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასა და პროფესიული განვითარების საქმეში, არ დაუშვან კოლეგისა და მოსწავლის პიროვნული კრიტიკა, შეურაცხყოფა, დამცირება, ცილისწამება ან ანონიმურად დადანაშაულება;

ი) დაუშვებელია პერსონალის ხელთ არსებული საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება კერძო ინტერესების სასარგებლოდ. პერსონალმა აქტიურად უნდა იმოქმედოს, რათა არ დაუშვას საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება მესამე პირთა ინტერესებისათვის. დაუშვებელია პირადი ინტერესებისათვის იმ ინფორმაციის გამოყენება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, თუ ეს  ზიანს მიაყენებს დაწესებულების ინტერესებს;

კ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას პერსონალი ვალდებულია გაუფრთხილდეს სასწავლებლის ქონებას, იყენებდეს მას მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის. თუ გამოვლინდება პერსონალის პასუხისმგებლობის საფუძველი, ამ უკანასკნელმა უნდა აანაზღაუროს დაწესებულებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) პერსონალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, არ უნდა იმყოფებოდეს ალკოჰოლური თუ სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, ან სხვა მდგომარეობაში, რომელიც შეუფერებელია სკოლის ღირსებისათვის.  სკოლის შენობაში ალკოჰოლური სასმელის მიღება დასაშვებია მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებათა ფარგლებში.

  1. სკოლის მასწავლებელი ვალდებულია დაიცვას, მათი შინაარსის გათვალისწინებით, როგორც ზემოაღნიშული პუნქტებით გათვალისწინებული ეთიკის ნორმები და პრინციპები, ასევე შემდეგი წესები:

ა)სასწავლო პროცესი წარმართონ  სკოლის მიერ დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;

ბ) გაკვეთილზე, მეცადინეობაზე შევიდნენ დროულად, ჯეროვან დონეზე მომზადებული და მაქსიმალურად ორგანიზებული. არ დაუშვან გაკვეთილის, მეცადინეობის დროზე ადრე დამთავრება ან გაცდენა არასაპატიო მიზეზით;

გ) მოქმედი აქტების შესაბამისად, სამართლიანად და ობიეტურად შეაფასონ ყველა მოსწავლე;

დ) ხელი შეუწყონ გამჭვირვალე სასწავლო გარემოს ფორმირებას; შეიმუშაონ და დანერგონ სწავლებისა და შეფასების ისეთი მეთოდები, რაც განაპირობებს მოსწავლეების აკადემიურ პატიოსნებას და გამორიცხავს პლაგიატს;

ე) გამორიცხონ შეფასებაზე ზემოქმედების ფავორიტიზმის, პროტექციონიზმის, სხვა მსგავსი ფაქტორებით მოსწავლეთა დისკრიმინაცია;

ვ) არ დაუშვან მოსწავლეების, მათი ახლობლების შესაძლებლობათა გამოყენება პირადი სარგებლისა თუ გამორჩენის მიზნით.

მუხლი 7. სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული.

  1. სკოლის პერსონალის სამუშაო დრო განისაზღვრება 5 დღიანი სამუშაო კვირით.
  2. პერსონალის სამუშაო დრო განისაზღვრება დილის 9.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, მასწავლებლებისთვის დილის 9.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, მათ შორის შემთავსებელთათვის გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.
  3. სკოლის პერსონალი სარგებლობს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეებით

                                          თავი    III.   სიცოცხლის, ჯანმრთელობის, შრომის პირობების დაცვასთან                              დაკავშირებული ზოგადი ინსტრუქციები

მუხლი 8. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქცია

  1. სკოლა ვალდებულია თანამშრომლებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო-პირობები, შეასრულოს შრომის დაცვის წესები, განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის სფეროში.
  2. სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, სასწავლებელში მათი ყოფნისა და სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
  3. სკოლა ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ N28/ნ ბრძანება.
  4. დასაქმებული ვალდებულია:

ა)დაიცვას შინაგანაწესის პირობები;

ბ)შეასრულოს სასწავლებლის ადმინისტრაციის მითითებები;

გ) გაუფრთხილდეს მასზე მინდობილი  სასწავლებლის ქონებას, დაზიანების ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს სასწავლებლის დირექტორს მოხსენებითი ბარათი აღნიშნული ფაქტის შესახებ; მასზე მინდობილი ქონების დაკარგვის შემთხვევაში თანამშრომელი პასუხს აგებს საკუთარი ქონებით; დ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;

ე) წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;

ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან;

  1. დასაქმებულების, მოსწავლეების, მშობლებისა და სასწავლებლის ტერიტორიაზე მყოფი

პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.

  1. სკოლაში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია:

ა) ვიდეოკამერები ეზოსა და ორივე სართულზე;

ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა.

                                           თავი IV. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები

მუხლი 9. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები

  1. სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს მონიტორინგის ჯგუფი: დირექტორის,დირექტორის მოადგილის და კათედრების თავმჯდომარეების მონაწილებით. სკოლაში დანერგილი მონიტორინგის ფორმების (კითხვარების) მიხედვით.
  2. სკოლას უფლება აქვს გამოიყენოს სასწავლო პროცესის მონიტორინგის შემდეგი ფორმები:

ა) მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება სხვადასხვა სახის ტესტებით;

ბ)  მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემუშავებული სხვადასხვა აქტივობების შესამოწმებელი  კითხვარებით;

ბ)მონიტორინგის ჯგუფს უფლება აქვს, მასწავლებელთან შეთანხმებით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ნება დართოს საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობაზე.

მუხლი 10. დასაქმებულთა ჩაცმულობის წესი

  1. რეკომენდირებულია, დასაქმებული იმოსებოდეს სადად. დაუშვებელია, მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე მასწავლებლისათვის შეუფერებელი და გამომწვევი ჩაცმულობა;
  2. დაუშვებელია იმგვარი სამოსის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.

მუხლი 11. მოსწავლის ჩაცმულობის წესი

  1. მოსწავლე უნდა იყოს მოწესრიგებული და სასაწავლო გარემოს შესაბამისად ჩაცმული. შესაძლებელია სასწავლებლის ცალკეულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა სავალდებულოდ შემოიღონ სასკოლო ფორმის ტარება გარკვეულ კლასებში;
  2. დაუშვებელია ისეთი ტანისამოსის ტარება, რომელიც მიუღებელია სასწავლო დაწესებულებებში.

                                                     თავი V. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა და პირობები

მუხლი 12. შრომითი ურთიერთობა

  1. პედაგოგის, ადმინისტრაციის წევრის, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის სასწავლებელთან შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა ხელშეკრულების საფუძველზე.
  2. სამუშაოზე მიღებისას   სასწავლებლის

დირექტორი უფლებამოსილია, მისაღებ პირს მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ფოტოსურათი ¾;

გ) განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;

დ) ავტობიოგრაფია/CV;

ე) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ვ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) სერტიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატი ან ასლი;

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შესაძლებელია

კანდიდატს მოეთხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა.

  • პედაგოგის გათავისუფლებისას ახალი პედაგოგის დანიშვნამდე მის ფუნქციებს ახორციელებს იმავე საგნის ან მონათესავე საგნის პედაგოგი;
  • დირექტორი უფლებამოსილია, ბრძანების საფუძველზე, პროფესიული დაოსტატების მიზნით, კონკრეტულ პირთან შეთანხმებით, შტატგარეშედ იყოლიოს რეზერვი, შემცვლელი ან ,,სტაჟიორი’’ მასწავლებელი და ტექნიკური პერსონალი;

თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს  დირექტორი, რისთვისაც გამოსცემს სათანადო ბრძანებას;

4.3. თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი დასაქმებულია, იგი ვალდებულია გააფრთხილოს დირექტორი არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით. გაფრთხილებიდან აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ,

მას უფლება აქვს შეწყვიტოს მუშაობა;

  1. თანამშრომელი თავისუფლდება სამუშაოდან შრომითი ხელშეკრულების ვადის

გასვლისას. თუ მას სურს სამუშაოს გაგრძელება, სასწავლებლისა და თანამშრომელს შორის უნდა დაიდოს ახალი შრომითი ხელშეკრულება.

   მუხლი 13. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

  1. წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს დირექტორი გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შესახებ,

სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით;

  1. გადაუდებელი აუცილებლობისას (სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო) სამსახურში

გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის დირექტორს  გამოუცხადებლობის/სამუშაო  დროის

განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზი;

  1. დასაქმებულის გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი;
  2. არასაპატიო მიზეზით სასწავლებელში გამოუცხადებლობა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვება განიხილება დისციპლინურ გადაცდომად და დასაქმებულზე გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, დასაქმებულს კი ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.

მუხლი 14. ზეგანაკვეთური სამუშაო:

  1. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს;
  2. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. დასაქმებული თანხმობით შესაძლებელია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ მისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა.

                                               თავი VI. შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

მუხლი 15. საშვებულებო ანაზღაურება. დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის

საშუალო ანაზღაურებიდან. თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან,

ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

მუხლი 16. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

  1. დასაქმებულს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღის ვადით;
  2. დასაქმებულის შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. შესაბამისი პროგრამის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც;
  3. დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით შესაბამისი პროგრამის დირექტორს მიმართვს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება ბრძანებით;
  4. დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაოს;
  5. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება
  6. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

მუხლი 17. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

  1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით;
  2. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 3 დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

მუხლი 18. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

  1. დასაქმებულს თავისი  მოთხოვნის  საფუძველზე  ეძლევა  შვებულება  ორსულობის,

მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით;

  1. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია

183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე; ამ მუხლის მიზნებისათვის ანაზღურებაში იგულისხმება სოციალური სააგენტოს მიერ გაცემული ერთჯერადი დახმარება – 1000 ლარის ოდენობით;

  1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი

შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

მუხლი 19. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება.

  1. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სასწავლებლის დირექტორის ბრძანებით.
  2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სასწავლებლის შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება.

მუხლი 20. შრომითი ურთიერთობის შეჩერების და შეწყვეტის წესი

  1. შრომითი ურთიერთობის შეჩერებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით მოქმედებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე, 37-ე და 38-ე მუხლი;

2.დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დასაქმებული ვალდებულია, 30 კალენდარული დღით ადრე წერილობითი ფორმით გააფრთხილოს დამსაქმებელი;

  1. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო  ანგარიშსწორება  არა  უგვიანეს   7 კალენდარული დღისა.

მუხლი 21. წახალისების ფორმები

  1. შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად,

ჯეროვნად, მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს შესრულებისათვის, სასწავლებელი უფლებამოსილია დასაქმებულთან მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;

ა) ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;

მუხლი 22. წახალისების გამოყენების წესი

  1. დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, რომლიც ფორმდება ბრძანებით;

1.1. სკოლის  დირექტორი უფლებამოსილია დასაქმებულის წახალისების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ფორმდება ბრძანებით;

  1. დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

                                                       თავი VII. დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი 23. დისციპლინური დევნა

  1. დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან დასაქმებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა.
  2. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.
  3. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.
  4. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსება
  5. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.
  6. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი ის შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.

მუხლი 24. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომა

  1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს დასაქმებულის მიზეზით მასზე შრომის ხელშეკრულებით, სასწავლებლის დებულებით, შინაგანაწესით და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებით დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება.

2.დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი;

  1. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:

ა) დასაქმებულის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა, სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის დებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

ბ) დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

გ) დასაქმებულის, მოსწავლის ან სასწავლებლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივ – ეთიკური ნორმების დარღვევა.

დ) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს;

ე) მასწავლებლის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა;

ვ) მოსწავლის ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მასზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოება;

ზ) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა;

თ)კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;

ი) სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება;

კ) სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;

ლ) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური / ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

მ) სკოლის ტექნიკისა და აღჭურვილობის, კომპიუტერული ქსელების, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონების, ბლანკების და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენება;

ნ) სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა;

ო) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება;

პ) ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვება უარყოფითი შედეგი;

ჟ) სკოლის ქონების განზრახ დაზიანება;

რ) სკოლის რეპუტაციის ან ფინანსური ინტერესის შემლახველი ქმედება

ს) დასაქმებულის სამსახურში გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით;

ტ) სამსახურში დაგვიანება, დაუსაბუთებლად და გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვება;

უ) დასაქმებულისთვის შეუფერებელი სხვა საქმიანობა.

მუხლი 25. დისციპლინური სახდელები

  1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა

ბ) წერილობითი განცხადება;

გ) საყვედური;

დ) სასტიკი საყვედური;

ე)ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

ვ) სამსახურიდან გათავისუფლება.

  1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე უკვე შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველია;

მუხლი 26. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა

  1. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 1 თვე მაინც;
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის გარდა დირექტორის მიერ დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოიხსნას განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
  3. თუ დასაქმებულს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

მუხლი 27. დასაქმებულთა დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილი პირი

  1. დასაქმებულთა დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს დირექტორი.
  2. დირექტორი დისციპლინური წარმოებისას იკვლევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას და ამ გარემოებათა შეფასების საფუძველზე იღებს დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას.
  3. დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება ფორმდება დირექტორის ბრძანებით.

მუხლი 28. დისციპლინური სახდელის შეფარდების დაუშვებლობა

  1. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ;
  2. ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან და წყდება დისციპლინური წარმოების დაწყებისას.
  3. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს.

მუხლი 29. გასაჩივრება

  1. დირექტორის ბრანება დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, ასევე, სკოლის დირექტორის უარი დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით ბრძანება საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრება არ იწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტის მოქმედების შეჩერებას.

მუხლი 30. მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება

  1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:

ა) სასწავლო პროცესის არასაპატიო გაცდენა;

ბ) დაგვიანება;

გ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

დ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;

ე) მასწავლებლის/მოსწავლის ან სხვა თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობა სასწავლებლის ტერიტორიაზე;

ვ) სკოლის ქონების, შენობის დაზიანება;

ზ) მასწავლებლის ნებართვის გარეშე საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონის ან

სხვა ტექნიკური საშუალებების ქონა არასასწავლო მიზნით; თ) მოსწავლის გამოცხადება სასწავლებელში შემდეგი ნივთებით:

  • თამბაქოს ნაწარმი;
  • ყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
  • სანთებელა ან ასანთი;
  • ალკოჰოლური საშუალებები;
  • ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
  • ძვირადღირებული ნივთები, დიდი ოდენობით ფული;
  • აზარტული თამაშის საშუალებები;
  • უხამსობის ამსახველი ნივთები;
  • ნარკოტიკული საშუალებები;
  • ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები;
  • ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

ი) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა.

2.მოსწავლის დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი სახის სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ)  საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა 5-დან 10 დღემდე ვადით;

ე) გაკვეთილიდან გაძევება;

ვ) ზარალის ანაზღაურების დაკისრება;

ზ)  სკოლიდან გარიცხვა.

  1. საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დისციპლინური საბჭო საჭიროდ ჩათვლის, რომ მოსწავლის ყოფნა საფრთხეს უქმნის სხვა მოსწავლეებს. ამ პერიოდის განმავლობაში მოსწავლე ვალდებულია გამოცხადდეს დაწესებულებაში სწავლის დაწყებისას. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ასეთი მოსწავლეებისათვის სპეციალური ოთახის/ბიბლიოთეკის გამოყოფა. მოსწავლეზე მეთვალყურეობა ეკისრება დირექტორის მოადგილეს აღმზრდელობით დარგში და დამრიგებელს. მოსწავლის გამოუცხადებლობა ჩაითვლება არასაპატიო გაცდენად.
  2. ზარალის ანაზღაურება მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს სკოლის ან სხვა მოსწავლის, მასწავლებლის საკუთრების ხელყოფის ან დაზიანების შემთხვევაში; აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებისას დაწესებულებაში უნდა იქნას გამოძახებული მოსწავლის მშობელი ან შესაბამისად მისი კანონიერი წარმომადგენელი, როგორც ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი (ამ შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება ხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისთ გათვალისწინებული წესის შესაბამისად).
  3. სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას (უკიდურეს შემთხვევაში) იღებს დისციპლინური კომიტეტი ფარული კენჭისყრით.
  4. არასაპატიო გაცდენად ჩაითვლება მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობის ოფიციალური დოკუმენტის (მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების, ჯანმრთელობის ცნობის ან სხვა) ან მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი/ზეპირი შეტყობინების არარსებობის შემთხვევაში.
  5. სკოლაში დაგვიანებით გამოცხადებული მოსწავლე ვალდებულია დაწეროს ახსნა-განმარტებითი ბარათი დირექტორის მოადგილის (აღმზრდელობით დარგში) სახელზე, რომელშიც მიუთითებს დაგვიანების მიზეზს.

მუხლი 31. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის მოხსნა, დისციპლინური სამართალწარმოების ვადები:

  1. მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოეხსნას თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით, გარკვეული მიღწევები და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 1 თვე მაინც ან განსაკუთრებული საფუძვლების შემთხვევაში, 1 თვეზე ადრეც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორის გადაწყვეტილებით.
  2. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

                                             თავი VIII. მასწავლებლის ვალდებულებები

 მუხლი 32. მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობა:

ა) პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის ნორმებით, სკოლის  სასკოლო სასწავლო გეგმით, დებულებით, შინაგანაწესითა და სკოლის სხვა სტურქტურული ერთეულების დებულებებით;

ბ) მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ)მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს;

დ)მასწავლებელმა არ უნდა გამოიყენოს პროფესიული ან ინსტიტუციური პრივილეგიები პირადი მიზნებისათვის;

ე)მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.

მუხლი 33. მასწავლებლის მოსწავლეებთან ურთიერთობა

ა) მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში;

ბ) მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას;

გ) მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას.

დ) მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს;

ე) მასწავლებელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე

ვ) მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;

ზ) მასწავლებელი მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს;

თ) მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად;

ი) მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას;

კ) მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის;

ლ) მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.

მუხლი 34. მასწავლებლის მშობლებთან ურთიერთობა

ა) მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან;

ბ) მასწავლებელი, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, დამრიგებელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ.

გ) მასწავლებელი ატყობინებს კლასის დამრიგებელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინალურ წარმოებაში.

დ) მასწავლებელი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას კლასის დამრიგებლის დახმარებით, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სასწავლებელში ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება.

                                                 თავი IX მოსწავლეთამასწავლებელთა და მშობელთა/კანონიერ                                   წარმომადგენელთა უფლებების დაცვის გარანტიები

მუხლი 35. მშობლის ინფორმირების წესი

  1. მშობლის ინფორმირება მოსწავლის აკადემიური მოსწრების, ქცევის წესის, გაკვეთილების გაცდენა–დაგვიანების შესახებ და სხვა განხორციელდება საგნის მასწავლებლის/კლასის დამრიგებლის მიერ მშობელთან ინდივიდუალური შეხვედრის, სატელეფონო ზარის ან შეტყობინების საშუალებით.
  2. სკოლის მიერ მშობლის ინფორმირების და მისი სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით გამოიყენება სკოლის ვებ–გვერდი,სატელეფონო ზარი ან შეტყობინება, სკოლის განცხადებების დაფა და სხვა.

მუხლი 36.  მოსწავლეთამასწავლებელთა და მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა საჩივრისგანხილვა

       1.კანონმდებლობით, სასწავლებლის დებულებით და შინაგანაწესით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ.

2.დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში.

3.საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:

ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

ბ) უფლების დარღვევის არსი;

გ) მოთხოვნის არსი.

  1. დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით.

                              თავი  X . მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის და კოლიდან გადაყვანის პირობები

 მუხლი 37. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა

  1. სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით დადგენილი ასაკის მიღწევისას.
  2. პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია.
  3. II-XII კლასებში მოსწავლის ჩასარიცხად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა დამატებით წარმოსადგენია მოსწავლის მიერ წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  4. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.
  5. სხვა სკოლიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება სკოლის დირექტორის  სახელზე;

ბ) მოსწავლის პირადი საქმე/წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) მიმდინარე შეფასება;

ე) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;

ვ) ბრძანების ასლი სკოლიდან ამორიცხვის შესახებ;

ზ) დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

თ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;

ი) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

კ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ჯამრთელობის ცნობა.

  1. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  2. სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.
  3. დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს სკოლის დირექტორი.
  4. კლასში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს ათი მოსწავლისა.

 

  1. პირადი გასინჯვა:
  1. პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის,

იმ   საგნის,  რომელსაც  დისციპლინური  გადაცდომის  კვალი  ატყვია,  დისციპლინური

გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის,

რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და

ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ სკოლის დირექტორის ან სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით;

  1. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს;
  2. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა;
  3. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ;
  4. დაუშვებელია მოსწავლის   პირადი   გასინჯვა,   გარდა   იმ   შემთხვევისა,  როდესაც

მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი,

რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა.

                                                    თავი XI. დასკვნითი დებულებანი

მუხლი 39. განცხადების/საჩივრის განხილვის წესი

  1. სკოლაში შემოსული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით;
  2. საჩივრის განხილვის ვადაა 1 თვე. დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია გაიზარდოს 3 თვემდე.

მუხლი 40. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა:

  1. შინაგანაწესს განიხილავს სკოლის პედაგოგიური საბჭო და ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
  2. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის.
  3. შინაგანაწესის გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  4. დასაქმებული ვალდებულია  გაეცნოს  შინაგანაწესს  და  აღნიშნული  დაადასტუროს

საკუთარი ხელმოწერით.