სკოლის დებულება

დანართი N1

დამტკიცებულია  დირექტორის  2016  წლის  7  სექტემბრის  N39  ბრძანებით

შპს.არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ,,ქიაჩის“  დებულება

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების მოქმედების სფერო

ეს დებულება აწესრიგებს არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ,,ქიაჩის” (შემდგომში – სკოლა) საგანმანათლებლო საქმიანობას, მის სტრუქტურას,  სკოლის მართვის პრინციპებსა და წესებს.

მუხლი 2. სკოლის სტატუსი

  1. სკოლა არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
  2. სკოლის სრული სახელწოდებაა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ,,ქიაჩი“.
  3. სკოლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქუჩა #3 ვებ-გვერდი: wwwqiachi.ge საიდენტიფიკაციო კოდია 242730149, საბანკო რეკვიზიტები: ლიბერთი ბანკი ანგარიშის ნომერი GE33LB0113176324563000 GEL
  4. სკოლაში სწავლების ენა არის ქართული.
  5. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ  ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სხვა ნორმატიული აქტებით, სკოლის შინაგანაწესით და ამ დებულებით.
  6. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
  7. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი,

ბეჭედი,  ტიტულოვანი ფურცელი, საბანკო ანგარიში და კერძო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

  1. სკოლაში არ შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციები.

მუხლი 3. სკოლის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

სკოლის მიზანია:

ა) ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

მუხლი 4. სკოლის მართვის პრინციპები

  1. სკოლა უზრუნველყოფს:

ა)სკოლის გადაწყვეტილებების, დირექტორის ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) მასწავლებელთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

გ) მოსწავლეთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

ე) კონკურსების და არჩევნების საჯაროობას, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.

    1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი.
    2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
    3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
    4. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა.
    5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
    6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.
    7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადასწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
      • დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სკოლის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
      • სკოლა უფლებამოსილია ამ დებულებით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების, სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.სკოლის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები.                             

         

     

                                                  თავი II. სკოლის სტრუქტურა და მართვა

მუხლი 5. სკოლის სტრუქტურა

  1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს პარტნიორთა კრებას, სკოლის დირექციას (სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში და ბუღალტერი),სკოლის ადმინისტრაციას (საქმისმწარმოებელი,IT მენეჯერი და ბიბლიოთეკის დირექტორი), პედაგოგიურ საბჭოს (სკოლის ყველა მასწავლებელი), საგნობრივ კათედრებს, ტექნიკურ პერსონალს (დამლაგებელი,დარაჯი,მედდა), მოსწავლეთა თვითმმართველობას.
  2. გადაწყვეტილებას სკოლის სტრუქტურული ერთეულების შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს დირექტორი. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია, საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებითა და დირექტორის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.

მუხლი 6. პარტნიორთა კრება და სკოლის დირექტორი

  1. სკოლის მართვის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა საერთო კრება. პარტნიორთა საერთო კრება უფლებამოსილია: გაეცნოს სკოლაში მიმდინარე სასწავლო თუ სხვა პროცესების მიმდინარეობას, მოითხოვოს სკოლაში მოქმედ აქტებში ცვლილებების შეტანა; ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორს; პარტნიორთა საერთო კრების სხვა უფლებამოსილებანი განსაზღვრულია შპს–ს წესდებით.
  2. სკოლის დირექტორი:

ა) ახორციელებს სკოლის მართვას და წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;

ბ) ამტკიცებს სკოლის დებულებას, შინაგანაწესს, საქმისწარმოების წესს, სკოლის ბიუჯეტს, სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, სკოლის საევაკუაციო გეგმას და სხვა აქტებს;

გ) ამტკიცებს პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესსა და პირობებს;

დ) განსაზღვრავს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის პერსონალს, იღებს გადაწყვეტილებას სკოლის პერსონალის შრომის ხელშეკრულებების დადება/შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად; უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან არაკვალიფიციურობის დადასტურებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ე) შეიმუშავებს სკოლის სტრუქტურას და საშტატო განრიგს;

ვ) ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასების წესს;

ზ) ამტკიცებს მასწავლებელთა საათობრივ დატვირთვას;

თ)მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და წარუდგენს პედაგოგიური საბჭოს დასამტკიცებლად;

ი) ამტკიცებს სკოლის განვითარების გრძელვადიან და ერთწლიან სამოქმედო გეგმებს;

კ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ;

ლ) განკარგავს თანხებს სკოლის ბიუჯეტის მიხედვით;

მ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

ნ)  ზედამხედველობს სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;

ო) აფორმებს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებებს მოსწავლეებთან;

პ)იღებს გადაწყვეტილებას სწავლის საფასურის ოდენობის განსაზღვრის, მისი გადახდის ფორმების შესახებ;

ჟ) უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები;

რ)უფლება აქვს დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის  და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, აგრეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე: ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა; ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა; უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ  წაქეზებისა;  სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა;

ს) შპს–ს პარტნიორთა კრებას წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სკოლის საგანმანათლებლო, ფინანსური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის შესახებ

ტ) უფლებამოსილია მისი არყოფნის შემთხვევაში, დებულებით გათვალისწინებული დირექტორის უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს დირექტორის მოადგილეზე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში;

უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით, დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას და სკოლის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებებს.

ფ) ზრუნავს სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე;

ქ)ზრუნავს სასკოლო დისციპლინის ამაღლებისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესაებისათვის;

  1. სკოლის დირექტორი პასუხისმგებელია:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;

ბ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

  1. სკოლის დირექტორი ვალდებულია მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა განახორციელოს გონივრულად და პროპორციულად კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.
  2. სკოლის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს საორგანიზაციო-განმკარგულებელ აქტს – ბრძანებას.
  3. სხვადასხვა საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის მიზნით, დირექტორმა თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება შექმნას დროებით სამუშაო ჯგუფები გარკვეული ვადით;
  4. დროებითი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით.

ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ჯგუფის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

მუხლი 7. დირექტორის მოადგილე

  1. სკოლის დირექტორს ჰყავს მოადგილე – სასწავლო-აღმზრდელობით დარგში.
  2. დირექტორის მოადგილე – სასწავლო-აღმზრდელობით დარგში:

ა)  ხელმძღვანელობს სკოლის სასწავლო–აღმზრდელობით სფეროს;

ბ) კოორდინაციას უწევს მასწავლებლის მუშაობას სასწავლო გეგმის,  პროგრამების შემუშავებაში; აკონტროლებს მათ გაწერასა და შესრულებას;

გ) ახორციელებს მონიტორინგს გაკვეთილების რეჟიმის დაცვაზე, მოსწავლეთა დასწრებადობასა და სასწავლო პროცესის რეგულირებაზე (გაკვეთილების შეცვლა/გადაადგილება და სხვა); სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხსა და მოსწავლეთა ცოდნის დონის შეფასების ობიექტურობაზე;

დ) ორგანიზაციას უწევს სასწავლო პროცესში თანამედროვე მოთხოვნებისა და ინოვაციური მეთოდების დანერგვას, მასწავლებელთა შემოქმედებითი აქტივობისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარებას;

ე) კოორდინაციას უწევს, ხელმძღვანელობს და აკონტროლებს საგნობრივი კათედრების მუშაობას, იბარებს ანგარიშს და აწვდის დირექტორს.

ვ) ორგანიზაციას უწევს მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და პროფესიული ოსტატობის ამაღლებას, მათ მომზადებას სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის, გამოთქვამს წინადადებებს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სრულყოფის შესახებ;

ზ) მონაწილეობს კათედრების მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთა შერჩევაში;

თ) აწარმოებს მონიტორინგს კლასების მიხედვით მოსწავლის მიერ თითოეულ საგანში მიღწეული შედეგების ანალიზის და შეფასების, კლასების აკადემიური მოსწრების დინამიკის შესახებ; შეფასების პრინციპების სრული დაცვის, მათი ოპტიმალური და უწყვეტი გამოყენების შესახებ;

ი) აკონტროლებს მასწავლებლის მიერ ჟურნალების წარმოებას; მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიურ აღრიცხვას და მონაცემების ელექტრონულ ჟურნალში შეტანას;

კ) ესწრება გაკვეთილებს, ამოწმებს გაკვეთილებზე აქტივობების გამოყენებას,  მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში;

ლ)ზრუნავს სასკოლო დისციპლინის ამაღლებისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესაებისათვის;

მ) საგნის მასწავლებელთან და ფსიქოლოგთან ერთად, ხელმძღვანელობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში; იძლევა მითითებებს მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის შესაქმნელად;

ნ) იკვლევს და ეცნობა პედაგოგთა პროფესიული განვითარების რეალურ მდგომარეობას;

ადგენს პედაგოგთა პროფესიულ საჭიროებებს და ამის შესაბამისად გეგმავს მათი განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, უზრუნველყოფს მათ გეგმაზომიერად განხორციელებას;

ო) ორგანიზებას უწევს  საგნობრივი ტესტირებებისა და გამოცდების მიმდინარეობას კათედრის ხელძღვანელებთან ერთად;

პ) ხელს უწყობს მასწავლებელთა ურთიერთანამშრომლობის ფორმების მოძიების, დახვეწისა და განხორციელების სისტემის შექმნას;

ჟ) ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის,             კოორდინაციას უწევს კლასის დამრიგებლების მეშვეობით მოსწავლეთა მშობლების ჩართვას სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში;აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

რ) ზრუნავს სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე;

ს) ასრულებს დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

ტ)უზრუნველყოფს და აკონტროლებს სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას;

უ) დირექტორის არყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობებს;

ფ)მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად საათობრივი ბადის დამუშავება-შედგენაში;

ქ)ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის,  აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;

ღ) ადგენს გაკვეთილების, დამატებითი, წრეობრივი და ფაკულტატური მეცადინეობების განრიგს, ახდენს მის კორექტირებას სასწავლო წლის მანძილზე;

ყ) ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა  შესრულების, დისციპლინის დაცვაზე;

შ) ხელმძღვანელობს ხარისხის მართვის მენეჯმენტს;

ჩ) ზრუნავს სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე;

ც) საქმიანობა წარმართოს ისე, რომ ყველა რესურსი გამართული და გამოყენებული იქნას ბავშვების კეთილდღეობისთვის;

ძ) სკოლის დირექტორს წარუდგენს  წინადადებებს  სკოლის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით;

წ) კონტროლს უწევს სკოლის მოსწავლეთა მშობლებთან, სხვა ორგანიზაციებთან, სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი ფასიანი წრეების მუშაობის პროცესის მიმდინარეობას და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორს;

ჭ) ორგანიზებას უწევს სასკოლო კონფერენციებს და ოლიმპიადებს;

ხ) კოორდინაციას უწევს მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციონირებას.

ჯ) ასრულებს სკოლის დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

მუხლი 8. ბუღალტერი 

1.ბუღალტერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი.

2.ბუღალტერიის მენეჯერის ფუნქციებია:

ა) სკოლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოება;

ბ) სკოლის ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ბუღალტრული ანგარიშგების საფუძველზე ფინანსური მდგომარეობის კომპლექსური და ოპერატიული ანალიზი, სკოლის ფინანსური პოლიტიკის, პროცედურების, ნორმების, წესების შემუშავება და განახლება;

გ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით ქონებისა და საფინანსო ვალდებულებათა ინვენტარიზაციის ჩატარება;

დ) სკოლის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია და ბუღალტრის საქმიანობის მონიტორინგი;

ე) ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;

ვ) სკოლის სალარო წიგნის აღრიცხვის წარმოება;

ზ) საბიუჯეტო მაჩვენებლების შესრულების სისტემატური ზედამხედველობა, საგადასახდო კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;

თ) დაწესებულების მატერიალურ–ტექნიკური რესურსით, ინვენტარით, საკანცელარიო ნივთებით და სხვა საჭირო ფასეულობით უზრუნვლყოფა და მათი აღრიცხვა;

ი)    სკოლის ქონების ინვენტარიზაციის პროცესისთვის ხელისშეწყობა;

კ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ბიუჯეტიდან მიღებული კანონით განსაზღვრული დაფინანსების და მშობელთა შემონატანის აღრიცხვა;

ლ) მუშაკთა შრომის ანაზღაურებისა და გასაცემლების დარიცხვა და გაცემა უნაღდო ანგარიშსწორებით;

მ) სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება 

      

             თავი III. სკოლის ადმინისტრაცია, სტრუქტურული ერთეულები და პერსონალი

 მუხლი  9. სკოლის ადმინისტრაცია

სკოლაში საგანმანათლებლო–სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით სკოლაში შექმნილია ადმინისტრაცია, რომელშიც შედიან: საქმისმწარმოებელი,  ბიბლიოთეკის დირექტორი.

მუხლი 10. საქმისმწარმოებელი

  1. საქმისმწარმოებელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი. მისი ფუნქციებია:

ა) დაწესებულების საქმისწარმოების წესის შესაბამისად,  საქმისწარმოების ორგანიზების, შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის მომზადების, გაფორმების, აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვის წესის დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) კოორდინაცია მოსწავლეებისა და მასწავლებლების რეესტრის წარმოებაზე დადგენილი წესის შესაბამისად;

გ)  დაწესებულების მოსწავლეებისა და პერსონალის პირადი საქმეების წარმოება;

დ) დაწესებულების პერსონალთან დასადები შრომის ხელშეკრულებების მომზადება ;

ე)   შრომითი ურთიერთობების კოორდინაცია;

ვ) დაწესებულების თანამდებობის პირების მიერ გამოსაცემი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება;

ზ) საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებების და

მემორანდუმების პროექტების მომზადება;

თ) დაწესებულებაში შემოსული საჩივრების, განცხადებების განხილვა და დასკვნების მომზადება;

ი) დაწესებულებაში შემოსული, გასული კორესპონდენციის, დოკუმენტების აღრიცხვა და საინფორმაციო ბაზის ფორმირება, დოკუმენტის სარეგისტრაციო და ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად;

კ)      დოკუმენტების და ბლანკების ფორმის შემუშავება;

კ) დოკუმენტების გადაცემა დაწესებულების ხელმძღვანელობისათვის და შემსრულებლებისათვის, მათ შესრულებაზე კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება დაწესებულების ხელმძღვანელობისათვის;

ლ) დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა – დაბეჭვდა, ასლის გადაღება; გასული დოკუმენტების დაგზავნა;

მ) ინფორმაციის გაცემა შემოსულ დოკუმენტებზე, მისი შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის შესახებ;

ნ)  დოკუმენტების მომზადების ვადებისა და გაფორმების წესის დაცვის კონტროლი;

ო)  შესრულებული დოკუმენტის ჩამოწერა და საქმეში მოთავსება;

პ)  საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების საქმეებად ფორმირება;

ჟ)  საქმეთა მომზადება არქივში ჩასაბარებლად;

რ) საქმისწარმოებით დამთავრებული საქმეების არქივში მიღება, აღრიცხვა და დაცვა;

ს) არქივიდან ცნობების, ბრძანების ამონაწერების და სხვა დოკუმენტების გაცემა;

ტ) დაინტერესებულ პირთა მომსახურება, მათთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის

უზრუნველყოფა;

უ) მოსწავლეებისა და მასწავლებლების რეესტრის წარმოება.

მუხლი 14. ბიბლიოთეკის დირექტორი

სკოლის ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი, ფუნქციები და ამოცანები, მართვის ორგანიზაცია და სტრუქტურა, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები, აგრეთვე ბიბლიოთეკის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობები განისაზღვრება დირექტორის მიერ დამტკიცებული ბიბლიოთეკის დებულებით.

მუხლი 15. პერსონალის შრომითი ურთიერთობები

  1. სკოლის პერსონალი მოიცავს მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობებს.
  2. სკოლა უფლებამოსილია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შერჩევა განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და მის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
  3. პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
  4. სკოლის პერსონალის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) შინაგანაწესის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;

ე) შრომის კანონმდებლობით განსაზღრული სხვა შემთხვევები.

მუხლი 16. მასწავლებელი

  1. მასწავლებლები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესს ,,საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ეროვნული სასწავლო გეგმის, სასკოლო სასწავლო გეგმის, სკოლის დებულებისა და შინაგანაწესის შესაბამისად.
  2. მასწავლებლებელს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში;

ბ) მოსთხოვოს სკოლას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;

გ) მიიღოს შრომის ანაზღაურება სკოლის მიერ დადგენილი წესით;

დ) აიმაღლოს კვალიფიკაცია;

ე) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და შემოქმედებითი საქმიანობა;

ვ) სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს საგნის პროგრამების (სილაბუსების), გეგმების შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

ზ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

  1. მასწავლებლებელი ვალდებულია:

ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება; კვალიფიციურად განახორციელოს მოსწავლეთა სწავლება და ზოგადი განათლებისათვის ხელშეწყობა;

ბ) იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;

გ)  იზრუნოს  საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

დ) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;

ე) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

  1. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სკოლის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
    1. პერსონალის და მოსწავლეების დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
    2. სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს.სკოლა უფლებამოსილია ამ დებულებით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების, სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.მუხლი 17. პედაგოგიური საბჭო 
      1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი.
      2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
      3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
      4. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა.
      5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
      6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.
      7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადასწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
      8. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

       

      მუხლი 18. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები

      პედაგოგიური საბჭო:

      ა) ამტკიცებს სკოლის მისიას;

      ბ)ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად საგნობრივი კათედრებისა და დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას ყოველი ახალი სასწავლო წლისთვის;

      გ)  ამტკიცებს საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;

      დ) ამტკიცებს მასწავლებლის წლიურ სამუშაო გეგმას. 

      მუხლი 19. საგნობრივი კათედრები

      1. სკოლა უფლებამოსილია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებულია საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ, აგრეთვე შესაძლებელია სკოლაში შეიქმნას დაწყებითი საფეხურის კათედრა.
      2. კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით;
      3. საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე.
      4. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია:

      ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);

      ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის  არჩევის თაობაზე);

      გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.

      1. სკოლის საგნობრივი კათედრებია:

      ა) ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა;

      ბ) მათემატიკის კათედრა;

      გ) საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრა;

      დ) საბუნებისმეტველო მეცნიერებათა კათედრა;

      ე)  დაწყებითი საფეხურის კათედრა;

      ვ) უცხო ენის კათედრა;

      ზ) ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის  კათედრა.

      1. საგნობრივი კათედრების ფუნქციებია:

      ა) საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;

      ბ) კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა  განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

      გ) საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა  და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;

      დ) სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ. ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების განსაზღვრა და სხვ.);

      ე) პერიოდულად ღია გაკვეთილების ორგანიზება, მასზე დასწრება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება  მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიზნით;

      ვ) რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;

      ზ) შეფასების რუბრიკებისა შემუშავება.

      1. კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.
      2. კათედრის სხდომა ფორმდება კათედრის სხდომის ოქმით.

      მუხლი 20. ტექნიკური პერსონალი

      1.სკოლის ტექნიკურ პესონალს ( დამლაგებლები;დარაჯი) თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.

      1. სკოლის დამლაგებლების,დარაჯის ფუნქციები გაწერილია მათთან გაფორმებულ შრომის ხელშეკრულებებში.

      თავი IV. მოსწავლე და მოსწავლეთა თვითმმართველობა

       მუხლი 21. მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები

      1.სკოლის მოსწავლეს უფლება აქვს:

      ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

      ბ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

      გ) მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება;

      ე) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა

      გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. წარმოადგინოს დასაბუთებული წინადადებები, სამართლიანი, ობიექტური და კრიტიკული შენიშვნები სკოლის დირექციასთან სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას;

      ვ) პერიოდულად მოახდინოს სკოლის პერსონალის მუშაობის და სასწავლო პროცესის შეფასება; გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მასწავლებელთა პროფესიული დონის მიმართ;

      ლ) არჩეულ იქნეს მოსწავლეთა თვითმმართველობაში თავისი ინტერესების შესაბამისად;

      მ) მონაწილეობა მიიღოს სკოლის მიერ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში;

      ნ) ისარგებლოს სკოლის სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სასადილოს მომსახურებით;

      ო) მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და სკოლის დებულებით და საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;

      პ) იცნობდეს სკოლის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;

      ჟ)განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება;

      1. მოსწავლე ვალდებულია:

      ა) სასკოლო სასწავლო გეგმის მიხედვით ისწავლოს ყველა სავალდებულო საგანი; რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასკოლო სასწავლო გეგმითა და პროგრამებით განსაზღვრული დავალებები;

      ბ) დაიცვას სკოლის დებულება, შინაგანაწესი, მოსწავლის ქცევის კოდექსი და სკოლაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები;

      გ) იყოს დისციპლინირებული და ბეჯითი;

      დ) გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები;

      ე) სათანადო ჩაცმულობით და სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და დაიკავოს თავისი სამუშაო ადგილი საკლასო ოთახში;

      ვ) ყველგან და ყოველთვის დაიცვას სკოლის სახელი და ავტორიტეტი;

      ზ) პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს.

      1. მოსწავლის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, მოსაწავლის ქცევის კოდექსითა და ამ დებულებით.
      2. სკოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის ქმნის აუცილებელ პირობებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის ინდივიდუალური სასაწავლო გეგმის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის, შენობაში გადაადგილების ხელშეწყობაში თუ სხვა შეღავათების დადგენაში.

      5.სკოლა ყოველწლიურად მოსწავლესთან (კანონიერ წარმომადგენელთან/მეურვესთან/მზრუნველან) დებს საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებას.

      მუხლი 22. მოსწავლეთა თვითმმართველობა

      1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
      2. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.
      3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:

      ა) დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;

      ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს  სკოლის დირექტორი;

      გ) მოსწავლეთა თვითმმართველობებში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ ორ წარმომადგენელს, მომდევნო სასწავლო წელს დირექტორის მიერ მოსწავლეთა შესაბამისი თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე;

      დ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს შესაბამისად,დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;

      ე) თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს.

      ვ) მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ მოსწავლეთა თვითმმართველობაში რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღით ადრე.

      1. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ თვითმმართველობის თავმჯდომარეს(X-XI კლ–დან), რომელიც ხელმძღვანელობს მოსწავლეთა თვითმმართველობას.
      2. მოსწავლეთა თვითმმართველობა:

      ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

      ბ) უფლებამოსილია დირექტორს, პედაგოგიურ საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე;

      გ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;

      1. მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალ სასწავლო წელს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისთანავე.

                                       თავი V ზოგადი განათლების საფეხურები 

      მუხლი 23.  ზოგადი განათლების საფეხურების ამოცანები

      1. სკოლა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმის და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად.
      2. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო – VII-IX კლასებს, საშუალო – X-XII კლასებს.
      3. სრული ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევის შემთხვევაში.
      4. დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

      ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;

      ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;

      გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები  და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას   მომავალში  დასჭირდება.

      1. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

      ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;

      ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;

      გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

      1. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

      ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;

      ბ)დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);

      გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.

                       VI. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის, კლასიდან კლასში გადაყვანისა და დათხოვნის პირობები. შეფასების სისტემა 

      მუხლი 24. სკოლაში ჩარიცხვის წესი

      1. სკოლის პირველ კლასში ჩაირიცხებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი შეუსრულდებათ შესაბამისი სასწავლო წლის დასრულებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
      2. პირველ კლასში მოსწავლე ჩაირიცხება შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:

      ა)   განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

      ბ) დაბადების მოწმობის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი; (პირადი ნომერი)

      გ)      2  ფოტოსურათი, ზომით 3X4;

      დ) სკოლასა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენლს შორის დადებული საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები, პასუხისმგებლობები და დავის წარმოშობის შემთხვევაში, მისი გადაწყვეტის მექანიზმები. ხელშეკრულების დარღვევა შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით ან ერთ–ერთი მხარის მიერ სახელშეკრულებო პირობათა დარღვევისას.

      ე)მშობლების პირადობის ასლები;

      ვ)ჯანმრთელობის ცნობა

      1. მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

      ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;

      ბ) მოსწავლის პირადი საქმე;

      გ) მიმდინარე შეფასება;

      დ) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;

      ე) ბრძანების ამონაწერი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;

      1. სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც განთავსებულია ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია.
      2. მოსწავლე კლასიდან კლასში გადაიყვანება დირექტორის ბრძანებით ეროვნული სასაწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად.

       

      მუხლი 25. აკადემიური მიღწევის დონეები და შეფასების სისტემა

      1. მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით.
      2. I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.
      3. V-XII კლასებში მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.
      4. მოსწავლე ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით საგნებში.
      5. V-XII კლასებში საგანში ”სპორტი” მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
      6.  დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასება არ იანგარიშება წლიური ქულის გამოთვლისას.
      7. მოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში შესაძლებელია შეფასდეს განმავითარებელი შეფასებით.
      8.  საფეხურიდან საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მოსწავლეს, რომელსაც საბოლოო ნიშანი მინიმუმ 5.0 ქულა ექნება.

       

      თავი VII.  სკოლის დისციპლინა და საჩივრის განხილვის წესი

      მუხლი 26. დისციპლინური დევნა

      1. პერსონალის და მოსწავლეების დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
      2. სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს.

       

    მუხლი 27. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა საჩივრის განხილვა

    1. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ.
    2. დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში.
    3. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:

    ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

    ბ) უფლების დარღვევის არსი;

    გ) მოთხოვნის არსი.

                               თავი VIII. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 28სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    სკოლის, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ფორმით.

    მუხლი 29სკოლის დებულების მიღება, შეცვლა და გაუქმება

    1. სკოლის დებულებას შეიმუშავებს დირექტორის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს.
    2. სკოლის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.