პროექტები

VII კლასი

პროექტი
,,მწვანე მომავალი“

კერძო სკოლა ,,ქიაჩი“

2015–2016 სასწ.წელი

მოგესალმებათ ,,ქიაჩის“ VII კლასი!
ჩვენი მიზანია სკოლის ეზოს შიგნითა და გარეთა ტერიტორიის გამწვანება,სკოლის შემოგარენის გალამაზება.
გვსურს ჩვენი პროექტი მაგალითი გახდეს სხვა კლასებისთვის,საზოგადოებისთვის.
ინიციატივით შევდივართ სკოლის თვითმმართველობის ,,მწვანეთა კლუბთან“ და ველით
მათგან თანადგომას.
ვთხოვთ მოსწავლეთა თვითმმართველობა ,,დარბაზის“ თავმჯდომარე თ.ციმინტიას ჩაიბაროს ჩვენი თხოვნა–განცხადება.
გვინდა ყველამ დაინახოს,რომ კიდევ შეიძლება კეთილი,სასარგებლო საქმის კეთება.

1. პროექტის სახელი: ,,მწვანე მომავალი“

2. პროექტის მთავარი იდეა:დავრგოთ მწვანე ნარგავები, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი
3. პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია კერძო სკოლა ,,ქიაჩის“შიგნითა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება. ბავშვები ისწავლიან ქალაქზე ზრუნვას, საკუთარ უბნის მოვლას,სხვათა ნაშრომის დაფასებას;გაუჩნდებათ სიამაყის გრძნობა საკუთარი შრომის შედეგის გამო; ეს იქნება სასიკეთო საქმე აწმყოში თვითონ მათთვის და მომავალში მომდევნო თაობებისთვის.

3. პროექტის სრული აღწერა:

პრობლემის განსაზღვრა იმისთვის, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ ის არის პიროვნება, რომელიც სწავლობს სკოლაში, სადაც მას აქვს საუკეთესო სასწავლო გარემო. სკოლის ეზო და მისი შემოგარენი ვიზუალურად უნდა იყოს მიმზიდველი ამიტომ პრობლემა, რომელიც სკოლის წინაშე დგას, სკოლის ეზოს და მისი შემოგარენი ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება, თითოეული მოსწავლის და მასწავლებლის ჯანსაღი ამბიციაა. თითოეული მოსწავლე უნდა ცდილობდეს საკუთარი წვლილის შეტანას ამ კეთილი საქმის განხორციელებაში.
თვითმმართველობის ,,მწვანეთა კლუბმა“ გადაანაწილოს კლასებზე სკოლის შიგნითა და გარეთა ტერიტორიები გასამწვანებლად.

4. ამოცანა:

პროექტით დასახული მიზნის უზრუნველსაყოფად აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი ამოცანის განხორციელება:
ა)თვითმმართველობის დარბაზთან განცხადებით შესვლა,რომ პროექტი განხორციელდეს მთლიანად სკოლაში.
ბ) სამუშაო ჯგუფის ფორმირება VII კლასში.
გ)VI კლასის სამუშაო ჯგუფზე ფუნქციის გადანაწილება (მიწის დამუშავება, ნერგების მოძიება).
დ) კონკრეტული სამუშაოს დროულად შესრულება.

5.პროექტის განხორციელების გზები:
ა)პროექტის პრეზენტაცია შედგება 24/XII-ს,სამშაბათს.

ბ)პროექტი განხორციელდება სამი თვე (თებერვალი,მარტი,აპრილი).

გ)პროექტს განახორციელებს სამუშაო ჯგუფი (მეშვიდე კლასი)

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გამოყენებული იქნება სკოლის ეზოს უკანა მიმდებარე ტერიტორია მასწავლებლის ფუნქციაა უხელმძღვანელოს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას,დაგეგმოს სამოქმედო გეგმა და ჩაატაროს მონიტორინგი.

6.სამუშაო განრიგი:

სამუშაოს დასახელება
კონკრეტული ტერიტორიის მომზადება–მოწესრიგება ……………
სანერგე მასალის მოძიება …………………………….
მცენარეთა დარგვა პერიოდულად

7.პროექტის ბიუჯეტი:

სამუშაოს და ხარჯების დასახელება განხორციელების პერიოდი(დღე/თვე/წელი) თანხა ლარებში
1.ნერგები: რცხილა,ნაძვი ან ნეკერჩხალი
2.ნერგებისთვის საჭირო მიწა(მანქანა,მძღოლი,საწვავი)

3.სამუშაო იარაღები:ხელთათმანები,ბარები,
თოხები,
ნიჩბები,ძალაყინი

4.ნერგის შემოსაკავებლად აკაციის მესრები,ხის მასალა

5.ოსტატი ნარგავის შემოსაკავებლად

8. მოსალოდნელი შედეგები:

1. სკოლის ეზოს კეთილმოწყობა, გამწვანება. მოსწაავლეთა დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა სკოლის შიდა ცხოვრების და სკოლის ვიზუალური სახის ფორმირებაში. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა სკოლის წინაშე.

9. მონიტორინგი და შეფასება:
პროექტის განხორციელების პროცესში მუშა ჯგუფის მონიტორინგს აწარმოებს მასწავლებელი.

10. მონაწილეთა ასაკი: 11–16 წელი.

11. ვადები/ხანგრძლივობა: 2015 წლის დეკემბერი–2016 წლის თებერვალი, მარტი, აპრილი.

12. პროექტი შესაძლო აქტივობები კლასში:
ა) სამუშაო ჯგუფზე ფუნქციების გადანაწილება.
ბ) პლაკატების მომზადება.
გ) ინტერნეტში მასალების მოძიება სხვადასხვა ჯიშის მცენარეებზე
დ)პრეზენტაცია
13. მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება მივიღოთ:სკოლის ეზოს და უკანა ტერიტორიის გალამაზება, გამწვანება, მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა სკოლის შიდა ცხოვრებისა და გარემოს სკოლის ვიზუალური სახის ფორმირებაში.ქალაქის გამდიდრება მწვანე ნარგავებით.

14. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა სკოლის წინაშე. ყოველივე ამის თანამდევი შედეგი იქნება მათი სამოქალაქო აქტივობის ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება.

15. სამუშაო ენა: ქართული

16. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:კავშირი აქვს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან;საბუნებისმეტყველო საგნებთან

17.მონაწილეები სხვა კლასებიდან: თვითმმართველობის დარბაზი უზრუნველყოფს სხვა კლასების ჩართულობას,მონიტორინგის ჯგუფის შექმნას და მუშაობას.

18.პროექტის ხელმძღვანელი: VII კლასი ;

19.პროექტის  ორგანიზატორი ე.ვეკუა; დამრიგებელი თ.ხარჩილავა

IMG_20160304_150419

IMG_20160304_151600IMG_20160304_151600IMG_20160304_151942